დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი ფიქრობს, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მერაბ ბესელიამ გამიზნულად ესროლა. მისი თქმით, წარსულში ბესელიასთან რაიმე დაპირისპირება არ ჰქონია და დაჭრას საინიციატივო ჯგუფის აქტიურობას უკავშირებს.
მე ვუკავშირებ ამას და ლოგიკურია, რომ ბოლო პერიდში ჩემი და საინიციატივო ჯგუფის აქტიურობას. პროვოკაციული კითხვები იყო, ძირითადად მის პრეზიდენტად არჩევას ეხებოდა, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. "გაიქეცი ინტერვიუ მიეცი" ცინიკურად მომმართა, რაზეც ვკითხეს ეს რას ნიშნავდა, რომ ვეღარ მიპასუხა მესროლა. მე ვფიქრობ, გამიზნული იყო, რადგან იარაღი არ გადაუტენია, გადატენილ მდგომარეობაში ჰქონდა უკვე როცა ამოიღო, - ამბობს რამაზ ხარაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ბესელია ბრალს არ აღიარებს და დაცის მხარე გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
არაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლით უკვე დაიწყო. ისინი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გუშინ, 18 სექტემბერს საქართველოს პროკურტურამ, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ ბესელიას "იუნკერების" გუნდის კაპიტანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის-ტარების ფატზე ბრალი წარუდგინა. დაკავეულს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იუნკერების გუნდის კაპიტანი რაგბის კავშირის ტერიტორიაზე 16 სექტემბერს დაჭრა.