საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის განხილვას 29 აგვისტოს დაიწყებს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა აგვისტოს ბოლოს დაიწყება. როგორც "მთავარ არხს" საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის ბოლო საორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს და პროცესები სავარაუდოდ 29-30 აგვისტოს გაიმართება.

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონთან დაკავშირებით ოთხი სარჩელია შესული. კანონი გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა და ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, ოლიგარქის პარტიამ და მისმა სატელიტებმა საქართველოს პარლამენტში, 28 მაისს დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო და კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.

მოსარჩელეები კანონის გაუქმებას, იქამდე კი სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი