"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშლი წარსულის ფურცელია და 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს ეს ფურცელი უნდა გადავფურცლოთ. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" ისაუბრა. 

ბიძინა ივანიშვილი წარსულის ფურცელია და ახლა უნდა გადავფურცლოთ ეს, 31-ში... საქართველომ მთელ მსოფლიოს დამუმტკიცა, აი ამ ერთობით პოლიტიკური ძალების, რომ ჩვენი პოლიტიკური გონი, ჩვენი პოლიტიკური პოტენციალი და ელიტა მზად არის კოლექტიური პასუხისმგებლობისა და კოალიციური ფორმატისათვის, რომ ქვეყანაში წავიდეს კოლექტიური, კოალიციური მმართველობა, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანება ხალხის შეკვეთა იყო და პოლიტიკოსებმა "იგრძნეს", რომ "პუტინის ჯოჯოს" ცალ-ცალკე ვერ მოიშორებენ. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ასევე ისაუბრა დღეს, გლდანულაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც "ლეიბორისტების" ახალგაზრდული ფრთის წევრებს, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მახრდამჭერები დაუპირისპირდნენ. ამობს, რომ ახალგაზრდებმა იმ პოლიტიკური ძალის დროშა ჩამოხიეს, რომელმაც საქართველო არსებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. 

ეს იყოს ისეთი ჩამოგლეჯა, რომ ის დროშა არასოდეს აღმართულიყოს არსად ისტორიის მანძილზე, - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი