"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-ს ოფისი მცხეთაშიც გაიხსნა - კოალიციის ლიდერები მცხეთის მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათგან ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინეს.
ნიკა მელიამ საზოგადოების განწყობებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ქვეყნის გაძლიერებასა და ევროკავშირში შეყვანას კოალიციურად შეძლებს ეს კი საზოგადოების განწყობასაც გააუმჯობესებს.
მანამდე, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ორი ოფისი დღეს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხესა და ადიგენში გაიხსნა.