ლიეტუვა ევროკომისრად ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვა ევროკომისრად ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის კანდიდატურას წარადგენს. მედიის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. 

პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა წერილს, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს კანდიდატურას უდასტურებს.

კუბილიუსის კანდიდატურას ჯერ კიდევ სჭირდება სეიმის (პარლამენტის) დამტკიცება.

სეიმის სპიკერის პირველმა მოადგილემ განუცხადა BNS-ს, რომ პარლამენტმა შესაძლოა რიგგარეშე სხდომა გამართოს 3 სექტემბერს, რათა ამ საკითხს კენჭი უყარონ. 

ყოფილი პრემიერ მინისტრი, კუბილიუსი 2019 წლიდან იყო ევროპარლამენტის წევრი, ამ წლის დასაწყისში ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით. ის არის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების, უკრაინისადმი მხარდაჭერის და კრემლის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის მხარდამჭერი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი