რუსეთის გაშიფრული ჯაშუში საქართველოში | პაველ გონსალესი იმ ტყვეებს შორის აღმოჩნდა, რომელთა რუსეთში დაბრუნებაც პუტინმა მოითხოვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის გაშიფრული ჯაშუში საქართველოში, რომელიც წლების განმავლობაში ხვდებოდა და უახლოვდებოდა სხვადასხვა საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიურ ადამინებს თბილისში. რამდენიმე დღის წინ პუტინის რეჟიმმა მის მიერ მძევლად აყვანილი პოლიტიკური დისიდენტები კრემლის იმ ჯაშუშებში გაცვალა, რომლებიც სხვადასხვა მისიით ევროპულ ქვეყნებში იყვნენ მივლენილი. პუტინის ჯაშუშებს შორის, ვისი რუსეთში დაბრუნებაც კრემლმა მოითხოვა, აღმოჩნდა პაველ გონსალესი, იგივე პაველ რუბცოვი. 

ეს ადამიანი გამოგონილი ბიოგრაფიით მოგზაურობდა ევროპაში, ხვდებოდა რუს ოპოზიციონერებს, ასევე საკმაოდ ხშირად სტუმრობდა საქართველოს და ცდილობდა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებას. მათ შორის, ვინც გონსალესის ინტერსების სფეროში აღმოჩნდნენ, იყვნენ როგორც ოპოზიციის ლიდერები, ისე სახელისუფლებო პარტიის და ულტრარადიკალური მემარჯვენე ჯგუფები. სამშობლოში დაბრუნებული აგენტი ცოტა ხნის წინ რუსულ მედიასთან ალაპარაკდა. 

კითხვები ისმის ჩემს გვართან დაკავშირებით, დედა არის ნახევრად ესპანელი, გონსალესი, მას შემდეგ, რაც ესპანეთის მოქალაქეობა მივიღე, ჩემი გვარია გონსალესი, თუმცა, მამა რუსეთის მოქალაქეა და დაბადების მოწმობითა და ძველი საბუთებით მე - პაველ რუბცოვი ვარ. წლების განვალობაში ვთანამშრომლობდი ამერიკის ხმასთან, დოჩე ველესთან და სხვადასხვა ესპანურ გამოცემასთან. მართალია ჩემს თავს მე თვითონ არასდროს ვთვლიდი ომის ჟურნალისტად, მაგრამ ვიყავი ცხელ წერტილებში, დომბასში, ყარაბაყში, კოსოვოში და საქართველოში, მთლიანად რეგიონით ვარ დაინტერესებული და ამიტომ. მე დამაკავეს პოლონეთში რუსეთის დაზვერვასთან კავშირისა და ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა დაკავების ოფიციალური მიზეზები დიდი ხნის მერე განუმარტეს ჩემს ადვოკატს, მე ვეკითხებოდი რა დავაშავე? მპასუხობდნენ, რომ ეს მე უკეთ ვიცოდი, მაგრამ არ ვიცი, დღემდე არ ვიცი, რაში დამადანაშაულეს, - ამბობს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი