მაკრონმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე კანდიდატის დანიშვნაზე უარი განაცხადა

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრის თანამდებობაზე მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტის" ალიანსის კანდიდატის, ლუსი კასტეს დანიშვნაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს იქნება საფრთხე "ინსტიტუციური სტაბილურობისთვის".

მაკრონმა თქვა, რომ სამშაბათს ახალი მოლაპარაკებები დაიწყება პრემიერმინისტრის მოსაძებნად, მემარცხენე პარტიებში კი მის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა, გაჟღერდა მოთხოვნები ქუჩის პროტესტზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.

მაკრონმა გაჭიანურებული მოლაპარაკებები გამართა ახალ მთავრობასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ივლისის არჩევნებმა მემარცხენე ალიანსს მისცა ყველაზე მეტი ადგილი პარლამენტში, მაგრამ არა საკმარისი სამართავად.

"ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა არ იყოს ბლოკირებული და დასუსტებული", - თქვა მაკრონმა განცხადებაში.

მაკრონმა თქვა, რომ ისაუბრებს პარტიის ლიდერებთან და "სახელმწიფოსა და რესპუბლიკის სამსახურში მუშაობის გამოცდილებით გამორჩეულ პიროვნებებთან".

ივლისის არჩევნების შედეგებით, 577 ადგილიან ეროვნულ ასამბელაში მემარცხენე "ახალმა სახალხო ფრონტმა" 190-ზე მეტი ადგილი აიღო, მეორე ადგილზეა მაკრონის ცენტრისტული ალიანსი დაახლოებით 160 ადგილით, მესამე ადგილზე მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მემარჯვენე "ეროვნული გაერთიანება" 140 მანდატით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი