"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცაგერის ყოფილი მერი იმერეთის გუბერნატორად ინიშნება

გამოქვეყნდა:

“მთავარი არხის” ინფორმაციით, იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი დაიკავებს. “მთავარი არხს” აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სანდო წყარომ დაუდასტურა.

ლევან ზალკალიანი ცაგერის მერის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა, მან თანამდებობა 26 აგვისტოს დატოვა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, იმერეთის მოქმედი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამ დროისთვის შვებულებაშია და აღნიშნულ თანამდებობას ახალი გუბერნატორი დაიკავებს. ის საარჩევნო კამპანიაში ერთვება და იმერეთში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი