"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა, კობახიძემ იმერეთის გუბერნატორად ცაგერის ყოფილი მერი დანიშნა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაცია დადასტურდა, კობახიძემ იმერეთის გუბერნატორად ცაგერის ყოფილი მერი დანიშნა - განცხადება საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა.

ახალ რწმუნებულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ლევან ზალკალიანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

ლევან ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას იკავებდა. ასევე, იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე.

სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მინიჭებული აქვს იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება, - წერია განცხადებაში.

 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი