საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების პირველი განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციოში რუსული კანონის წინააღმდეგ ოთხი სარჩელია შესული. სარჩელები პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა შეიტანეს.