რუსული კანონის ირგვლივ სასამართლო დავა იწყება. ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო პირველ სხდომას გამართავს. მოსამართლეთა 9-კაციანი კოლეგია მომჩივანის - არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ოპოზიციისა და პრეზიდენტის პოზიციას მოისმენს და შემდეგ მოპასუხის - ანრი ოხანაშვილის მეთაურობით "ქართული ოცნების" დელეგატების არგუმენტებს შეაფასებს. თუმცა ეს არ იქნება შესავალი სიტყვები და მსჯელობა საქმის არსის ირგვლივ. ხვალ ბათუმში მხოლოდ და მხოლოდ განმწესრიგებელი სხოდომა იმართება რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სარჩელის დასაშვებობის შესახებ.