აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ.

ამის შესახებ პეკინში ვიზიტით მყოფმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვონ იმ მოლაპარაკებებისას იმსჯელეს. თუმცა, როდის გაიმართება ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის დიალოგისთვის მოლაპაკებები ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე, როგორც ცნობილია, ვიდეოზარის საშუალებით შედგება სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტიც.

სალივანის ვიზიტი ჩინეთში 29 აგვისტოს სრულდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ უთანხმოებებსა და ასევე თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს განიხილავენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი