სპეციალისტები ზუსტად ვერ ამბობენ, არის თუ არა სანდო კოვიდ 19-ის სტატისტიკა, რომელსაც ყოველ 24 საათში ჯანდაცვის სამინისტრო ანახლებს. გახშირდა შემთხვევები, როდესაც სავარაუდო ინფიცირებულებს
რამდენჯერმე ურთიერთგამომრიცხავი პასუხი მისდით. პაციენტებს ტესტი ხან დადებითს და ხანაც უარყოფითს უჩვენებს.
ერთ-ერთი სავარაუდო ინფიცირებული, რომელსაც ზუსტად ვერ ეუბნებიან, არის თუ არა დავირუსებული, ვახტანგ ბარამაშვილია. ბოლოს პასუხად "გაუგებარი" მიუვიდა და ახლა ელოდება კიდევ ერთ ტესტს, რომ საბოლოოდ კოვიდ 19 ან დაუდასტურდეს და ან გამოერიცხოს.
არის თუ არა კოვიდ 19 ფულის შოვნის კარგი მექანიზმი? კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართულ სპეციალისტებს აკვირვებთ ფაქტი, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ გამრავლდა ისეთი ლაბორატორიები, რომლებიც ახლა უკვე დღის განმავლობაში რამდენიმე ათას ტესტს აკეთებენ და ამაზე დაფინანსებას სახლემწიფოსგან იღებენ.
ფულის შოვნის მექანიზმთან ერთად, ახლა უკვე გასარკვევია, შეესაბამება თუ არა რეალობას ის 3306 შემთხვევა, რომელიც 26 თებერვლიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლინდა. სტატისტიკა, რომელზეც პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლებაა.