13 სექტემბერს, სომეხმა ბიზნესმენმა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი დედა სატვირთო ავტომობილით ჩამოასვენა, რომელსაც თავად ბიზნესმენი მართავდა. როგორ მოახერხა საზღვრის გამოკვეთა, უცნობია. თუმცა, როგორც ჩანს, მესაზღვრეები არ დაინტერესებულან მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
14 სექტემბერს ქელეხის სუფრიდან 176 ადამიანი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს, ხოლო სავალდებულო კარანტინში ადგილობრივი ოპოზიციის 2 ლიდერი გადაიყვანეს.
ოპოზიცია ახალციხეში შერჩევით კარანტინზე საუბრობს. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას ემსახურება.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის შტაბის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ტესტის პასუხები უკვე ცნობილია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, თუმცა ისინი სავალდებულო კარანტინში მაინც რჩებიან. ოპოზიციის ის წევრები კი, რომლებიც ოფისში რჩებიან, ამბობენ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ შტაბის დახურვისთვის ეზადება.