ისტორიული სასამართლო პროცესი საკონსტიტუციოში | რუსული კანონის განხილვა დაწყებულია

გამოქვეყნდა:

სასამართლო პროცესი, რომელიც ქვეყნის განვითარების ვექტორს განსაზღვრავს. ახლა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზეა დამოკიდებული, რა გზით წავა ქვეყანა - გააგრძელებს დასავლურ სამყაროსთან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ინტეგრაციას, თუ კვლავ დაბრუნდება კრემლის ორბიტაზე და რუსული ღირებულებებით გააგრძელებს ცხოვრებას?

9 მოსამართლე დღეს დილიდან რუსული კანონის ინიციატორების და მოწინააღმდეგეების არგუმენტებს ისმენს. პრეზიდენტს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას რუსული კანონის გაუქმება და პროცესის დასრულებამდე დებულებების შეჩერება სურთ. "ქართული ოცნება" კი სხდომათა დარბაზში შეეცდება დაამტკიცოს, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს და არ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი