საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს მომავალი პოლიტიკური ბედის განმსაზღვრელი ორგანო ხდება. ახლა სწორედ 9 მოსამართლეზეა დამოკიდებული, რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა და რა ღირებულებების მატარებელი იქნება მომავალი საზოგადოება. სპეკულაციები საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებაზე ბევრია - ოპოზიცია სასამართლოს ხელისუფლების გავლენის ქვეშ ყოფნასა და რუსული სცენარის გამეორებაზე საუბრობს; "ქართულ ოცნებაში" კი ყველა გავლენას უარყოფენ და მოსამართლეების ავტორიტეტზე საუბრობენ. საბოლოოდ რა მოახდენს გავლენას გადაწყვეტილებაზე და შეაჩერებს, ან სულაც, გააუქმებს თუ არა რუსულ კანონს უმაღლესი სასამართლო, რამდენიმე დღეში გაირკვევა.