იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების "ოცნებისეული" რიტორიკა, ხმაური დარბაზში და მერაბ ტურავას პოზიციონირება | რუსული კანონის განხილვის მეორე დღე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის ამოქმედებამდე 3 დღე რჩება, სწორედ ეს დრო აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაწყვეტილების მისაღებად შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას, რომელიც ოლიგარქის  ხელისუფლების ხელში მთავარი იარაღი ხდება ქვეყანაში რეპრესიების განსახორციელებლად.  მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასამართლოს ხმაურიან სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ქართული ოცნების რიტორიკის ანალოგიურად ცდილობდნენ კანონის გამჭვირვალეობაზე აპელირებას, ბრეგაძის მოადგილეების არგუმენტებიდანაც ნათლად ჩანს,  რომ ეს კანონი ქართული ოცნებისთვის ყველაზე მძლავრი ბერკეტი  იქნება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებზე და არა მხოლოდ, სრული დიქტატურის დასამყარებლად.  კანონის შინაარსის განხილვას და კონკრეტულ ადამიანებზე თავდასხმას დარბაზში დღეს ხმაური არაერთხელ მოჰყვა, პლენუმის თავმჯდომარემ რომელიც ღიად იცავდა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების პოზიციას, საკუთარი დამოუკიდებლობა დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი