საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეები მხარეებს კითხვებს დაუსვამენ. ამის შესახებ გუშინ სხდომის დასრულებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა. ამასთან ტურავას თქმით, ერთმანეთს კითხვებს დაუსვამენ მხარეებიც. ტურავა ვარაუდობს, რომ განმწესრიგებელი სხდომები 31 აგვისტოს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.