"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ქართველი ხალხი არის ცივილიზებული ევროპული ერი, რომელიც ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას ვეღარ აიტანს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" თქვა.
თუ ივანიშვილი ვერ აცნობიერებს, რომ არჩევენების იმ ვითარებაში ჩატარება და ისეთი მეთოდებით ჩატარება, როგორც მან ჩაატარა 2018 წელს, განსაკუთრებით მეორე ტური, თუ ამ მეთოდების გამეორებას აპირებს ეს ქვეყანას კარგს არაფერს უქადის და პირველ რიგში მას, რა თქმა უნდა... ჩვენ ვართ ცივილიზებული, ევროპული ერი და ვეღარ ავიტანთ ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, რომელიც უკვე სიმახინჯეში გადავიდა, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, ერთიანი ოპოზიცია თანხმდება, რომ ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმებით გამოიყვანენ.
ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში, კრიზისში რომელიშიც აღმოვჩნდით ივანიშვილის არაეფექტური, მავნებლური მმართველობის შედეგად და ასევე მაქსიმუმი ამ ერთობის არი ის, რომ ჩვენ ვთანხმდებით, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ეს არის აუცილებელი, სწრაფი და ღირებული მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლის გამოცდილებაც, თითოეულ ჩვენგანს
ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში ყოფნისას დაგვიგროვდა, - ამბობს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილის თქმით, ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ კოალიციური მმართველობა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი "ლეიბორისტული მაგიდის" ირგვლივ არსებულმა ერთიანმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მას მხარს არ უჭერს, თუმცა არც კონკურენტს უყენებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30-ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.