აზერბაიჯანში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს "ოცნების" დეპუტატები, ქადაგიშვილი, მირზოევი და დარგალი აკვირდებიან

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანში მილი მეჯლისის (პარლამენტის) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც  "ქართული ოცნების“ დეპუტატები, სავალან მირზოევი, ირაკლი ქადაგიშვილი და ზაურ დარგალი აკვირდებიან.

 ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მილი მეჯლისის 125 წევრი უნდა აირჩიონ. ამჟამად 125-დან 69 ადგილი ილჰამ ალიევის პარტიას აქვს, დანარჩენი ადგილები კი სხვა პროსამთავრობო პარტიებს.

კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათზე დასრულდება. პოტენციური ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 6 421 960-ია.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ივნისს მოაწერა ხელი VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი