დოკუმენტით, რომელსაც წალენჯიხის მერია ასაჯაროებს, ცნობილი ხდება ინფორმაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები მალავდნენ - შეჩერებულია ევროკავშირის კიდევ ერთი გრანტი. პროექტი "შემოქმედებითი კომპასი" 35 მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გასაძლიერებლდ უკვე გაცემული იყო პირველი ტრანში 5000 ლარის სახით, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლების ანტიდასავლური პოლიტიკისა და ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რეგიონები გოეთეს ინსტიტუტის დახმარების გარეშე დარჩა.
გავრცელებულ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავენ თელავისა და ზუგდიდის მერიაში. "ქართული ოცნების" ადგილობრივი ჩინოვნიკები არ აღიარებენ, რომ პროექტი "შემოქმედებითი კომპასი" შეჩერდა, არადა, ოფიციალურად 35 მუნიციპალიტეტს ევროკავშირმა პროექტის შეწყვეტის თაობაზე წერილობით პარასკევს, ანუ ოთხი დღის წინ მიმართა.
თავდაპირველად, პროექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერიამ გაავრცელა.
იხილეთ ასევე: