
ვენესუელას ავტორიტარულმა ლიდერმა, ნოკოლას მადურომ შობის აღნიშვნა პირველ ოქტომბერს გადმოიტანა.
"სექტემბერია და შობა უკვე იგრძნობა" - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობისადმი პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად.
მადუროს ბრძანება გამოიცემა იმ დროს, როცა ქევაყან ებრძვის ივლისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომლითაც მადურო მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში, მიუხედავად ოპოზიციური მოძრაობის პროტესტისა და გლობალური სკეპტიციზმისა.
ვენესუელას ქუჩებში ხმის მიცემის გამო საპროტესტო აქციები სასტიკად დაშალეს, დაახლოებით 2400 ადამიანი დააკავეს და ბევრი ოპოზიციის მხარდამჭერი ტოვებს ქვეყანას.
მადუროს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვენესუელის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა მისი მთავარი კონკურენტის, ოპოზიციის ლიდერის, ედმუნდო გონსალესის დაპატიმრების ორდერი, მას "ტერორიზმთან დაკავშირებულ" დანაშაულში ედება ბრალი.
მადურო გამარჯვების გამოცხადების შემდეგ ზეწოლის ქვეშაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ. გონსალესის მხარდამჭერი ოპოზიციური კოალიცია ამტკიცებს, რომ შედეგები გაყალბებულია, ქვეყნებს ხმის მიცემის ცხრილებს, რომლებიც ექსპერტების თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ მადურომ რეალურად წააგო საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი სხვაობით.
შეერთებულმა შტატებმა და სხვა მეზობელმა მთავრობებმა მოითხოვეს, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ გაამჟღავნოს კენჭისყრის დეტალური მონაცემები შედეგის გადასამოწმებლად.