EU მზადაა გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების | სტანო პოლტავაზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო გამოეხმაურა რუსეთის მიერ 3 სექტემბერს პოლტავაზე მიტანილ სრაკეტო იერიშს, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული სისხლისღვრა, რომელიც "ადასტურებს რუსეთის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თავისი სასტიკი ომი უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ".

განცხადებაში ნათქვამია, რომ გასული ორწელიწადნახევრის განმავლობაში, "რუსეთი განუწყვეტლივ ატერორებს უკრაინის მოსახლეობას თავისი უკანონო აგრესიული ომით, განურჩეველი სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმებით უკრაინის ტერიტორიაზე, ლაჩრულად მიმართული ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებისკენ".

"ეს მხოლოდ ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ უკრაინამ, გაეროს წესდების თანახმად, თავდაცვის ლეგიტიმური უფლების შესაბამისად, შეძლოს ეფექტურად აღკვეთოს ასეთი საზარელი თავდასხმები, რომლებიც ხორციელდება რუსეთის სამხედრო პლატფორმებიდან და აგრესორი უკან დახიოს.

ევროკავშირი კვლავაც მზადაა გააძლიეროს სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და საბრძოლო მასალა. ეს მიწოდებები აძლიერებს უკრაინის თავდაცვას, გადაარჩენს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და ამცირებს უკრაინაში ნგრევის დონეს", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი