"კლანი შეარჩევს იმ მოსამართლეებს, რომელიც სჭირდება"-PEACE-ის მოწოდება "ოცნებას" და ოპოზიციის მოლოდინები

გამოქვეყნდა:

ოპოზიციას არ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის  დამკვირვებლები მოწოდებას გაითვალისწინებს. ისინი ამბობენ, რომ ქართული მართლმსაჯულება "სასამართლო კლანისა" და ბიძინა ივანიშვილის ხელშია და მოსამართლეებად ინიშნებიან ისინი, ვინც ოლიგარქს და კლანს სჭირდება:

რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლება და პარლამენტი გაითვალისწინებს რეკომენდაციებს- არა. სასმართლო ეს არის ერთი ადამიანის და ოლიგარქიის რეჟიმის ქვეშ არსებული ვერტიკალის კუთვნილება და არა საქართველოს მოქალაქეების კუთვნილება - ამბობს "ენმ"-ს წევრი ხატია დეკანოიძე 

რაც ცვლილებებიც დაგეგმილი აქვს ხლა ოცნებას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოდის ეუთო-ოდირიდან...კლანი ყველანაირი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე შეარჩევს იმ მოსამართლეებს რომელიც სჭირდება - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე

მმართველ პარტიაში კი თვლიან რომ ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლის შემდეგ ძირეული რეფორმები გაატარეს, გაითვალისწინეს ყველა რეკომენდაცია, მათ შორის ვენეციის კომისიის და ამბობენ, რომ მესამე მოსმენამდე კიდევ იმსჯელებენ

2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ დემოკრატიულ რეფორმები განახორციელა სასამართლოში. მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ყველა მხარესთან გვქონდა კონსულტაციები- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის  დამკვირვებლები ქართული ოცნების ხელისუფლებას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში ვენეციის კომისიის დასკვნის გაითვალისწინოს.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები საერთო სასამართლოს შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყონ საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცესში და ნდობა თავად ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. 

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააკმაყოფილონ ვენეციის კომისიის დასკვნა შემოთავაზებულ შესწორებებზე მის დამტკიცებამდე - ნათქვამია PACE -ის განცხადებაში

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 81 ხმით ერთის წინააღმდეგ 16 სექტემბერს დაუჭირა მხარი.

ცვლილებები ორ ძირითად პრინციპს მოიცავს: 

  • მოსამართლეობის კანდიდატის არჩევისას მის ყოველ შემდეგ ეტაპზე გადაყვანისას საბჭოს ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება, რატომ უჭერს კონკრეტულ კანდიდატს მხარს. 
  • გასაჩივრების მექანიზმი - გულისხმობს, რომ თუ კანდიდატი მიიჩნევს, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მას უარი დაუსაბუთებლად უთხრეს, შეეძლება გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში 

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტში ცვლილებების ინიციატორები ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი