"ყოველი საათი, როცა არ აჩერებთ რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია" | საზოგადოება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რუსულ კანონთან დაკავშირებით პლენუმი სათათბიროდ 31 აგვისტოს გავიდა. მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, განიხილავენ თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელებს და შეაჩერებენ თუ არა განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედებას.

სარჩელებით სასამართლოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს. მოსარჩლეები სამდღიანი განხილვისას მოსამართლეებს არწმუნებდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კანონი არ შეჩერდება, შესაძლოა ბევრი ორგანიზაცია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდეც კი დახურულიყო.

გიორგი დავითური, IDFI-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ საკითხი სამართლებრივად მარტივია და აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად  "და თუ ეს მოხდება, მე არ მგონია რამენაირად ხმები გაიყოს".

"მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვუთხრა სასამართლოს, ყოველი დღე, ყოველი საათი როდესაც თქვენ არ აჩერებთ ამ ქვეყანაში რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია", - თქვა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც ერთ-ერთია მოსარჩელეებს შორის.

მისი თქმით, ძალიან დიდ ფასს იხდის ქვეყანა ყოველ დღე, როცა გრძელდება რუსული კანონით ცხოვრება. მან ისაუბრა მოსამართლეების პერსონალურ პასუხისმგებლობაზეც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე.

კიდევ ერთი მოსარჩელე დეპუტატი, თამარ კორძაია ამბობს, რომ "წამმზომი ჩართულია".

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი