მეც მთხოვეს, მაგრამ მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა | კობახიძემ ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეხვდა თბილისში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებს. დელეგაციის წევრმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ითხოვეს უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე და მესამე დონეზეც, თუმცა ხელისუფლებამ უარი თქვა.

კობახიძე ამბობს, რომ მიზანშეწონილი არ იყო მისი შეხვედრა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით.

"მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი