მე ქუთაისში ვარ, ბუნდესტაგის დელეგაცია თბილისში | პაპუაშვილის ახსნა, რატომ არ შეხვდა გერმანელ დეპუტატებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარემ ბუნდესტაგის დელეგაციასთან არშეხვედრა იმით ახსნა, რომ მთავრობაც და თავადაც ქუთაისშია, ხოლო გერმანელი დეპუტატები თბილისში: 

„თქვენ ხედავთ, რომ მთავრობა და მე ვიმყოფებით ქუთაისში, ხოლო ბუნდესტაგის დელეგაცია იმყოფება თბილისში. ამ დელეგაციას იცით, რომ შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძე. ესენი არიან ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები. ჩვენი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა, ასე რომ, მას ჰქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან საუბრის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას "ოცნების" ხელისუფლება არ შეხვდა. პრემიერ კობახიძის თქმით, მისი შეხვედრა "მიზანშეწონილი არ იყო". 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი