ხმაური იყო საქალაქო სასამართლოსთან | მოსამართლემ, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე, "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. საუბარია საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ქალაქში საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნაზე. სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შუამდგომლობა გაითვალისწინა და სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონი ავალდებულებს, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზება უზრუნველყოს და ამისათვის, მან უნდა გახსნას ემიგრანტებისთვის დამატებითი უბნები სხვა ქალაქებშიც უნდა გახსნას.

აღნიშნული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ოპოზიციის წარმომადგენლები ცესკო-ს თანამშრომლებს სიტყვიერად დაუსპირისპირდნენ. ლაშა ფარულავა ცდილობდა მათთვის აეხსნა, რატომ უნდა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება. 

"აი ამ ხალხს, ყველას ჰყავს ოჯახის წევრები, მეზობლები, ნათესავები ემიგრაციაში. იცი, რატომ? იმიტომ რომ შენ რომ "აპრავებ" ივანიშვილს, იმის გამო საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან. შენ და შენნაირი ბოროტმოქმედები აკეთებენ ამას. როგორც თქვენს პოლიტიკურ ხელმძღვანელებს, მძიმე ფასი დაუჯდება და ეს არჩევნები... თქვენც ჩაგყვებით სამარეში, ამიტომ, პირდაპირ გეუბნებით, კეტილსინდისიერად, მიუკერძოებლად, მოემსახურეთ საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქის ინტერესებს", - მიმართა ლაშა ფარულავამ ცესკო-ს წარმომადგენლებს.

"კანონმდებლობის პროცედურების შესაბამისად, წარიმართება ყოველივე. რა თქმა უნდა, ეს ემოციური ნაწილი არ მიემართება სწორად, იმიტომ რომ სამართლებრივად, ვინც კი გარკვეული არის საკითხებში, ესეთი ემოციური გამოსვლა არ არის შესაბამისი იმ დავასთან მიმართებით, ეხლა როგორც წარიმართა. ჯერ ერთი, არ დასრულებულა ცესკოს, ამ ეტაპისთვის, საარჩევნო უბნები არ შეუქმნია, აქედან გამომდინარე, ის რაც იყო მსჯელობის საკითხი მოცემული სასამართლოს განხილვისას, ბუნებრივია, ამ ემოციურ კომენტართან, ბუნებრივია, ვერ იქნება შესაბამისობაში", - ამბობს ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი