საუკუნის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში | 8 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი რუსულ კანონზე გადაწყვეტილების მისაღებადაა გასული

გამოქვეყნდა:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საუკუნის საქმის განხილვას 8 მოსამართლის შემადგენლობით შეუდგა. პირველად სასამართლოს ისტორიაში მათ მოუწიათ დავის გადაწყვეტა კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით. ასევე, პირველად ისტორიაში, დავის საგანი კანონის უკლებლივ ყველა ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობაა.

რუსული კანონის წინააღმდეგ 4 სარჩელი შევიდა. ავტორები: საქართველოს პრეზიდენტი, 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, საპარლამენტო ოპოზიცია და კრიტიკული მედია ითხოვენ, გაუქმდეს კანონი და საბოლოო გადაწყვეტილებამდე სადავო ნორმის მოქმედება შეჩერდეს.

კანონების შემქმნელების წარმომადგენელთა აღფრთოვანება უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის სახელწოდებით მოსარჩელეთა შუამდგომლობამ დაასრულა, როდესაც მათ სასამართლოს ექსპერტის ლინგვისტური, სამეცნიერო დასკვნა წარადგინეს.

სასამართლომ საკუთარი ინიციატივით საქმის განხილვაში მონაწილეობისთვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სადავო ნორმების პრაქტიკაში გამოყენების დეტალებში გასარკვევად მიიწვია. 

კანონი აღმასრულებელს წვდომას აძლევს რეესტრში დარეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაციიდან ამოიღოს ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოს გარდა, პირის ჯანმრთელობის, რელიგიური შეხედულებებისა და პირადი ცხოვრების ჩათვლით.

არასამათავრობო ორგანიზაციები ხშირად თანამშრომლობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან, რომელთა მონაწილეობის გამჟღავნება ამათუიმ პროექტში შესაძლოა დაემუქროს ამ პირების უსაფრთხოებასა და სიცოცხლესაც კი. ადვოკატირებით დაკავებული ორგანიზაციები კი სახელმწიფოსგან საიდუმლოდ ვეღარ შეინახავან დაცვის სტრატეგიას მაშინაც კი, თუ მოქალაქის სარჩელი სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა.

კანონი დამატებით პრობლემებს უქმნის მედიაორგანიზაციებს - ახალი რეგულაციით, მათ არ შეუძლიათ წყაროსა თუ მამხილებლის კონფიდენციალობის დაცვა, რაც პროფესიულ ეთიკასთან სრულიად შეუსაბამოა. აგენტების კანონი სრულიად ანეიტრალებს კრიტიკული მედიას, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებას სწორედ სისტემის დანაშაულებებზე ატარებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა 3 დღეს, სულ 25 საათს გაგრძელდა - გადაწყვეტილების მისაღებად სულ მცირე, ხუთი ხმა არის საჭირო - თუ მოსამართლეთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვადა გაწერილი არ არის.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი