პოლონეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა გაანეიტრალეს რუსეთისა და ბელარუსის კიბერდივერსიული ოპერაცია.
ვარშავამ არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი პოლონეთის დესტაბილიზაციის მცდელობაში მეზობელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაში მისი როლის გამო - ბრალდებები, რომლებიც რუსეთმა უარყო.
კშიშტოფ გავკოვსკიმ, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ასევე ციფრულ საკითხებში მინისტრმა, განაცხადეს რომ დივერსანტები, რომლებიც მოქმედებდნენ ბელარუსიდან რუსეთთან თანამშრომლობით, ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას სამთავრობო ინსტიტუტებიდან.
"ბელარუსის და რუსეთის საგარეო სამსახურებს... კონკრეტული მიზანი ჰქონდათ - ინფორმაციის გამოძალვა, პიროვნებების და ინსტიტუტების შანტაჟი და დე ფაქტო კიბერომის წარმოება", თქვა მან.
მცდელობა ჩაიშალა, დასძინა მან. გავკოვსკის განცხადებით, კიბერშეტევები 2023 წლიდან გაორმაგდა, მათი სამიზნე იყო პოლონური ორგანიზაციები და ინსტიტუტები, მათ შორის ლოჯისტიკური კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო მიწოდებას უკრაინაში.