12 სექტემბერი, ხუთშაბათი, თბილისის დროით საღამოს შვიდი საათი - შეერთებული შტატების სენატი საქართველოს შესახებ მოსმენას იწყებს. "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები ის ძირითადი საკითხებია, რაზეც კონგრესმენები იმსჯელებენ. იქნება თუ არა სხდომის დასრულების შემდეგ ივანიშვილის გუნდის წინაამღდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, ჯერ უცნობია.
ჩანიშნული განხილვის პარალელურად კი ისევ გააქტიურდა ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტის, MEGOBARI აქტის საკითხი. ჰელსინკის კომისია იმედოვნებს, რომ აქტი სწრაფად იქნება დამტკიცებული, რადგან დოკუმენტი ადასტურებს ამერიკელი ხალხის ერთგულებას ქართველებისადმი ისტორიის გარდამტეხ მომენტში.
საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღების მიღმა არც სახელმწიფო დეპარტმანეტი ტოვებს. ენტონი ბლინკენის მოადგილე პირდაპირ და მკაფიოდ აცხადებეს, რომ "ქართული ოცნება" არაა ის მთავრობა, რომელიც ქვეყანას ევროპისკენ წაიყვანს. ჯიმ ო ბრაიენი შეშფოთებას ვერ მალავს ირაკლი კობაიხის მიერ დაანონსებულ რეპრესიებზე.