კოალიცია "ძლიერი საქართველოს" საგარეჯოს ორგანიზაციის წევრი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გამოქვეყნდა:

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" განცხადეით, საგარეჯოს რეგიონალური ორგანიზაციის წევრი, ვუსალ კაიბოვი, რომელიც 10 სექტემბერს დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას აღკვეთის სახით 2 000 ლარის გადახდა შეეფარდა.

დაკავებული ამბობს, რომ მას აღიარებითი ჩვენება არ მიუცია და დაკავებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. 

პროკურატურა კი აცხადებს, რომ ჩხრეკის შედეგად ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ამოიღეს, ექსპერტიზის დასკვნით, ერთი იარაღი გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი