საქართველომ უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააფორმა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფოსთან - სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციასთან, სადაც დაახლოებით 55 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
შეთანხმება 2019 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა ძალაში 2024 წლის 1-ელ სექტემბერს შევიდა.
შეთანხმების თანახმად ვიზის მოთხოვნიდან თავისუფლდებიან ორივე ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ აქვთ მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტი. უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღეა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამუშაოდ მისულ პირებს მოეთხოვებათ ადგილობრივი აკრედიტაციის გავლა 30 დღის ვადაში.
საქართველოსა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 2011 წლის 26 ოქტომბერს. საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს ელჩი აშშ-სა და გაეროში.