[რუსული] კანონი თავდაპირველად პუტინის მიერ შეიქმნა... საქართველოს გაეხსნა გზა EU-სკენ, თუმცა მთავრობამ ამ გზას გადაუხვია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში სენატში მიმდინარე მოსმენაზე საუბრობს. ის რუსული კანონის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას მიმოიხილავს, მათ შორის, საუბრობს საქართველოსთან დაკავშირებითაც:
ჩვენ ვიცით, რომ ეს კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს, ძალიან მავნე კანონია. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი კანონი პირველად ვლადიმერ პუტინის მიერ შეიქმნა და ამის შემდეგ ეს კანონი რეპრესიის იარაღად გამოიყენება.
[...]
განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს საკითხი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს გაეხსნა გზა ევროკავშირისკენ, საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს გზა არ ყოფილიყო ათვისებული საქართველოს მიერ. ჩვენ ვიცით, რომ 2012 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლება გადაეცა მშვიდობიანად. ამის შემდეგ, ჩვენ სულ უფრო და უფრო გვაოცებს ის, რაც ხდება საქართველოში. ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის იმისთვის, რომ მოიპოვოს თავისუფლება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ეს საკითხი გადაწყდება.
[...]
შეერთებულმა შტატებმა უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ დაძლიოს ეს დაბრკოლება და უნდა განვიხილოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ საკითხის გადასაჭრელად, - ამბობს სენატორი რიში [სინქრონული თარგმანი]