"უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას... საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი სენატში მიმდინარე მოსმენაზე საუბრობს.
"საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის გამო. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიაში შეიძლება იყოს კრიტიკული და ამას გვთხოვს, რომ შეგვეჩერებინა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მე ავუხსენი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს კრიტიკული აზრი და ნამდვილად, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია არ ეთანხმებიან პრემიერს ამ გამონათქვამში. როგორც ბატონა რიშმა თქვა, უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია...", - აცხადებს სენატორი შაჰინი. [სინქრონული თარგმანი]