მოსკოვმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვმა ექვს ბრიტანელ დიპლომატს აკრედიტაცია გაუუქმა. "ინტერფაქსი" რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დიპლომატებს ჯაშუშობაში ედებათ ბრალი.

რუსეთის მტკიცებით, დოკუმენტებით დასტურდება ლონდონის კოორდინაცია მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის ესკალაციის შესახებ, ხოლო მთავარი სტრუქტურა, რომელიც კოორდინაციას უწევდა დივერსიულ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატი იყო.

რუსეთის უწყებაში აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას:

"გამოვლენილი ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ დირექციის მეშვეობით მოსკოვში გაგზავნილი ბრიტანელი დიპლომატების საქმიანობა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას საფრთხის შემცველად მივიჩნიოთ".

დიპლომატების ვინაობა არ დასახლებულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი