"ოცნების" საარჩევნო ფულის მანქანა - შემომწირველი კომპანიები თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო ფულის მანქანა აამუშავა - სამოქალაქო პლატფორმა 20-20-ის კვლევა გვიჩვენებს, რომ შემოწირულობის სახით, პარტიებმა თითქმის 11 მილიონი ლარი მიიღეს, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი მმართველ პარტიას ჩაერიცხა. 

2020 წელს "ქართული ოცნების" მიმართ გულუხვი არაერთი კომპანია აღმოჩნდა, მათმა თანამშრომლებმაც საკუთარი ნებით გადაწყვიტეს სახელისუფლებო პარტიას ფინანსურ გაძლიერებაში დახმარებოდნენ და ეს ფაქტი უბრალო დამთხვევით ახსნეს. შემომწირველთა შორის არიან "RMG გოლდის", PACE "ჯორჯიასა" და შპს "ლილო მოლის" თანამშრომლები.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი