არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება და "მთავარი არხი" მოსახლეობისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების უფრო ახლოს გაცნობას განაგრძობს. "პოსტ ფაქტუმის" გადამღები ჯგუფი სამგორის ოლქში წარდგენილ კანდიდატებს ესაუბრა.
ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამგორის ოლქში?
31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.
ავტორი: ანა ასათიანი