ივანიშვილმა და „ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს მოღალატეობრივი განცხადებისთვის | "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა"

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია. ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს - ასე აფასებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ოლიგარქის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს: 

"მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში." ნათქვამია განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარე დაადანაშაულა და რუსული პროპაგანდით თქვა, რომ ქართველმა ხალხმა ამისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს ოს დებსა და ძმებს. ოლიგარქმა მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება ბრონირებული აკვარიუმიდან სწორედ გორში, იმ ქალაქში გააკეთა, რომელსაც 2008-ში რუსეთი  ბომბავდა. 

ამ განცხადებისთვის, ივანიშვილი უკვე შეაქო პუტინის პროპაგანდისტმა მარგო სიმონიანმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი