"სანდუ, ზელენსკი და სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან" | ზახაროვას მორიგი ანტიდასავლური განცხადება

გამოქვეყნდა:

"მაია სანდუ, ზელენსკი და მანამდე სააკაშვილი დასავლეთის მიერ ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორები არიან, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მაია ზახაროვამ. 

ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს "ერთი შეხედვით საკუთარი ქვეყნების პასპორტები აქვთ, ენა და კულტურაც იციან, შემდეგ კი ბრძანების მიღებისთანავე იცვლებიან".

"ეს არის ჩანერგილი ადამიანი-ტერმინატორი, ასეთ ადამიანებს მედასავლეთეები ხშირად იყენებდნენ. მოდით ჩამოვთვალოთ გვარები. მოლდოვაში - სანდუ, უკრაინაში - ზელენსკი. საქართველოში სააკაშვილი იყო. ეს ადამიანი-ტერმინატორები იმ მომენტში ფეთქდებიან, როდესაც დასავლეთში "სტარტის" ღილაკს აჭერენ. რას ანადგურებენ ისინი? ისტორიას, კულტურას, ყველა იმ ქვეყნის ტრადიციას, რომელშიც ჩანერგილები არიან", - ამბობს ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამ სიტყვებით მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ცოტა ხნით ადრე, პრორუსმა მოლდოველმა პოლიტიკოსმა ილან შორმა თქვა, რომ მაია სანდუ მოლდოვის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი