განუსაზღვრელი უფლებები და ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ანტიკორუფციულ ბიუროს - მაშინ, როცა საზოგადოების ყურადღება სწორედ რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მიმართული, "ქართულმა ოცნებამ" სხვა რეპრესიული საკანონმებლო პაკეტიც მიიღო და ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის ხელმძღვანელსაც პრემიერი ერთპიროვნულად ნიშნავს, უფლება მისცა ნებისმიერი ფიზიკური პირის, ან ორგანიზაციის შესახებ გამოითხოვოს და დაამუშავოს ნებისმიერი ინფორამცია, მათ შორის პირადი ხასიათისაც კი. სწორედ ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობა "აირჩიე ევროპას" საქმიანობით დაინტერესდა.