"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ IPSOS-ის კვლევის შედეგების მიხედვით, შეძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებულია. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარ აქცენტები" ისაუბრა.
ეს არის შედეგი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვთაქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასასრულია.... ის შედეგი, რომელიც ამოვიდა, მათ შორის იმ კითხვით, სადაც იყო 38% და 26%. გამოდის, რომ მთელი ოპოზიციის ხვედრითი წილი არის ძალიან დიდი... ხელისუფლება, რომელიც იღებს 38%-ს და ოპოზიცია, რომელიც იღებს, ასე ვთქვათ 60%-ს, ეს ხელისუფლება არის დასრულებული, -თქვა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, როცა საქმე ალოკაციასა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ეხება, ისინი ხმას ყოველთვის ოპოზიციას აძლევენ.
გადაუწყეტელმა ამომრჩეველმა, რომელთა რაოდენობაც ყველა კვლევაში დიდია, თითქმის 80% და ეს წინა კვლევამაც დაადასტურა, იციან ვის აძლევენ ხმას. როგროც წესი, ეს ადამიანები ყოველთვის ოპოზიციას უჭერენ მხარს, - ამობობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, რომ 20 სექტემებრს, გიორგი გაბუნიას გადაცემაში Post Factum, საზოგადოებას IPSOS-ის კვლევის შედეგები გააცნეს.
57%-ს არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება სურს
35% "ოცნების" ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა, 8 % კმაყოფილი
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".