შანიძე შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლია, 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი | "კოალიცია ცვლილებისთვის"

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, გიორგი შანიძეს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. "კოალიცია ცვლილებისთვის" ამბობს, რომ შანიძე შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია, 26 ოქტომბერს ცვლილებით კი უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი.

"რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი შანიძე არის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი, პოლიტიკური პატიმარი, რომელიც საქართველოს ევროპულ, თავისუფალ მომავალს იცავდა. 26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს.

თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი შანიძეს!" - წერია განცხადებაში.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი