"საგამოძიებო ბიუროში" ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართა და დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომელთა მიხედვითაც 2022-23 წლებში "ქართუ ბანკმა" სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა მიიღო ბაკურიანში, მის საკუთრებაში არსებულ 30.000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. აბესაძე კანონდარღვევაზე და ეროვნული ბანკის დუმილზე საუბრობს, რადგან სამშენებლო ბიზნესის წარმოება ბანკებისთვის კანონის მიხედვით აკრძალულია.
ირკვევა, რომ ივანიშვილმა, მოგვიანებით, ბანკი "ქართუდან" 15 მილიონად გაყიდა მისივე საქველმოქმედო ორგანიზაცია "ატუზე" აღნიშნული ქონება."ატუ" არ აქვეყნებენ ანგარიშებს, რაც წესით ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციას ევალება და რასაც შემოსავლების სამსახური უნდა ამოწმებდეს.
"ივანიშვილმა მშენებლობის საწარმოებლად მიწა მაღალი ალბათობით მიიღო კორუფციულად, გაცვალა 14-ჯერ უფრო დიდ ნაკვეთში, თავისი ნაკვეთი, სახელმწიფოსგან. მშენებლობის ნებართვა მიიღო პირდაპირი კანონის დარღვევით, ქართუ ბანკზე. დღევანდელ დღემდე ქართუ ბანკის მაკონტროლებელი ეროვნული ბანკი დუმს და რეაგირება არ ჰქონია. საქველმოქმედო ფონდი "ატუ", რომელიც გაუგებარია ქველმოქმედებასთან რა კავშირშია სასტუმრო აპარტამენტები, ისე ყიდულობს ამ ქონებას, რომ არ ასაჯაროებს მის ანგარიშებს და შემოსავლების სამსახურიც, ფაქტობრივად მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ჩართულები იყვნენ იმაში, რომ ივანიშვილს დამატებით ეშოვა მილიონები და რაც მთავარია კანონის უხეში დარღვევით", - ამბობს აბესაძე.