სანქციები "ოცნების" ძალოვანებს და პრორუსებს | აშშ-მა მორიგი საფინანსო და სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

სანქციების ახალი ტალღა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და კონკრეტულ გვარებს ასახელებს. ხარაზიშვილი, ლაგაზაური, მორგოშია, მახარაძე - ეს ოთხი ადამიანი დღეიდან საფინანსო სანქციების ქვეშ მოექცა და დეპარტამენტის განცხადებაში კონკრეტულად არის განმარტებული, თუ რას გულისხმობს ეს სანქციები და რამდენად მძიმე იქნება შედეგი.

პარალელურად, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის პროცესთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს სახელმწიფო დეპარტამენტიც. საფინანსო სანქციების დადასტურების გარდა ენტონი ბლინკენის უწყება ადასტურებს, რომ გრძელდება სავიზო შეზღუდვებზე მუშაობაც და 60-კაციანი სიიდან, შეზღუდვები ახალ ფიგურებსაც დაუწესდებათ. მათ შორის ნახსენებია უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეები. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი