"ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ... დაველოდებით, რა გარემოში და როგორ ჩატარდება არჩევნები..." | სენატორი კარდინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი გამოცემა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. აღნიშნავს, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის ნათლად დასანახად უმნიშვნელოვანესი ტესტი იქნება. 

"ამის დასანახად უმნიშვნელოვანესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ ოქტომბერში არჩევნებს კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაატარებთ. ჩვენ კი, შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ამ არჩევნებს ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები იმის შესაბამისად იმოქმედებს, თუ რამდენად დემოკრატიული პრინციპების ერთგული იქნება მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები. ახლა მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათზეა.

[...]

"ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ისიც ნათლად გამოვხატეთ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელადაც მზად ვართ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას, სწორედ ამიტომ, ისევ გავიმეორებ, რომ დაველოდებით, რა გარემოში და როგორ ჩატარდება არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ განვსაზღვროთ არჩევნების შედეგები, მხოლოდ მთავარი პრინციპების დაცვაზე ვსაუბრობთ - ის უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ისე, როგორც ეს ევროპულ ან იმ ქვეყნებში ხდება, რომლებიც ევროპისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია." - განაცხადა კარდინმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი