"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და 16 სექტემბერს ძალოვანებისა და პრორუსი ალტ-ინფოელების წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოცხადებულ სავიზო სანქციებს ეხმაურება.
"ე.წ. აგენტების კანონის მიღების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ძალადობრივად დაარბია ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს აშშ აწესებს სანქციებს ხელისუფლების ორ წარმომადგენელსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერზე, ასევე სავიზო აკრძალვებს 60-ზე მეტ პირზე, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, კორუფციისთვის, ან სხვა არადემოკრატიული ქმედებებისთვის", - თქვა მან ბრიიფნგზე და განმარტა, რომ სანქციები ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში ხორციელდება, "მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მცდარი განცხადებების გამო, რაც ეწინააღმდეგება საქართველთან ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ურთიერთობის სულისკვეთებას.
[...]
ბოლო 32 წელია, აშშ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდაჭერია. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს უნარი, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც მის ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.
იხილეთ ასევე: