Facebook-ის მფლობელმა Meta-მ ორშაბათს განაცხადა, რომ ბლოკავს RT-ს; "როსია სეგოდნია"-ს და სხვა რუსულ სახელმწიფო მედია ქსელებს მისი პლატფორმებიდან. მედია ჰოლდინგი "როსია სეგოდნია" ფლობს სააგენტოსა და რადიო "Sputnik-ს", სააგენტო "RIA Novosti-ს" და სხვა სააგენტოებს.

"ფრთხილი განხილვის შემდეგ, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. "Россия сегодня", RT და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები ახლა აკრძალულია ჩვენ აპლიკაციებში მთელს მსოფლიოში საზღვარგარეთ ჩარევის მცდელობისთვის", -  აცხადებს "მეტა".

აკრძალვა სრულად ამოქმედდება უახლოეს დღეებში.

"მეტა", Facebook-ის გარდა, ფლობს WhatsApp-ს, ასევე სოციალურ ქსელებს Instagram-სა და Threads-ს.

თვის დასაწყისში აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულებს შორისაა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი