"ოცნების" დეპუტატ ირმა ზავრადაშვილს ჰგონია, რომ მის დასანქცირებაზე ჟურნალისტები ნერვიულობენ - ოლიგარქის დეპუტატი ამტკიცებს, რომ თუ აშშ-მ დაასანქცირა ეს "ამ ქვეყნის გადარჩენისთვისაა" და "როგორმე გადაიტანენ.
"რატო დარდობთ ჩვენ ამ დასანქცირებაზე, ნუ ნერვიულობთ...ჩემ დასანქცირებაზე თქვენ არ ინერვიულოთ. ამ ქვეყნის კეთილდღეობის გულისთვის, ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა სიცოცხლე და ოჯახები შესწირეს და როგორმე ჩვენც ამ სანქციებს გადავიტანთ, თუ იქნება. ამ ქვეყნის გადარჩენისთვის, მზად ვართ ყველაფრისთვის. " ამბობს ზავრადაშვილი.
"ოცნების" სხვა წარმომადგენლები კი შეკითხვებს გაურბიან. ზოგიერთი მათგანი კი ცდილობს აშშ-ის სანქციებს ფასი დაუკარგოს და ისე წარმოაჩენს, რომ ეს მათთვის არაფერს ნიშნავს.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების გამო, საერთაშორისო ფინანსური სანქციები დაეკისრათ გდდ-ის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას და მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს.
ასევე დასანქცირდნენ პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერები, კოკა მორგოშია და ზურა მახარაძე.
ამ 4 პირის პარალელურად, ქართული ოცნების 60- მდე წარმომადგენელზე გავრცელდება აშშ-ს სავიზო სანქცია და მათ უკვე შეეზღუდათ შეერთებულ შტატებში შესვლა.
იხილეთ: