
დღეიდან, 21 სექტმებრიდან, ძალაში შევა ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი გაივლის სავალდებულო 14 დღიან თვითიზოლაციას. გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება, ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.
ამასთან, საელჩოს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის საიტზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.
ცნობისთვის, ლიეტუვაში ჩასული საქართველოს მოქალაქისთვის იზოლაციის 14 დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირდეს 10 დღემდე, თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.